სკანდალური ბრალდებებისა და სინოდის ხმაურიანი სხდომის შემდეგ მეუფე იაკობი ბრიუსელშია. სასულიერო პირი, რომელმაც მაღალი რანგის თანამდებობის პირები პატრიარქის ჩამოშორების სპეცოპერაციაში დაადანაშაულა, დღეს სკანდალური განცხადებების ნაცვლად ჟესტებით საუბარს არჩევს. ნატოსა და ევროკავშირში დაგეგმილ შეხვედრამდე, მეუფე იაკობი „ფორმულას" ბრიუსელის კორესპონდენტს, თამარ ნუცუბიძეს შეხვდა.
მეუფე იაკობმა „ფორმულასთან" კომენტარი არ გააკეთა, მაგრამ ჩვენს კითხვებს ჟესტებს უპასუხა. კვირას ევროკავშირის დედაქალაქში 17-კაციანი ოფიციალური დელეგაცია ჩამოდის. ეს დელეგაცია მოიწვია epp-ს ჯგუფმა კულტურისა და რელიგიური დიალოგის ფარგლებში. დელეგაციის პირველ პირად მოხსენიებულია მეუფე იაკობი, მაგრამ კვირის ნაცვლად ის ბრიუსელში პარასკევს ჩავიდა.